მარტვილში, კიწიის თემში საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნების" კანდიდატი გახდა. რობერტ კაკულია შუალედურ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო. მან 549 ხმა მოაგროვა. ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემშიც მხოლოდ ერთი კანდიდატი იყრიდა კენჭს - „ქართული ოცნების" წარმომადგენელი ზურაბ ფეიქრიშვილი, რომელიც ასევე საკრებულოს დეპუტატი გახდა.